რუსეთის ქალაქ ტვერში თავდაცვის სამინისტროს კვლევით ინსტიტუტში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-მდე დაშავდა. კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.
აღსანიშნავია, რომ სხვა და სხვა მედიები დაღუპულთებთან დაკავშირებით განსხვავებულ ინფორმაციას ავრცლეებენ.
ხანძრის გაჩენის შედეგად შენობის სახურავი ჩამოინგრა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.
ტვერის კვლევითი ინსტიტუტი არის ქვეყნის საჰაერო და კოსმოსური თავდაცვის იარაღის თეორიის შემუშავების ცენტრი, რომელიც მუშაობს სანავიგაციო ინსტრუმენტებზე.